მანქანა/დანადგარები
აღწერა

უნისონი გთავაზობთ, მანქანა-დანადგარების დაზღვევას მწყობრიდან გამოსვლის რისკისგან, რომელიც შეიძლება იყოს შედეგი:

  • საწარმოო დეფექტების
  • არასრულყოფილი კონსტრუქციის
  • მონტაჟის ან ხელობის დროს წარმოშობილი ნაკლოვანების
  • ცუდი ხელობის
  • ბოილერში წყლის ნაკლებობის, ფიზიკური აფეთქების
  • ცენტრიდანული ძალებით გახლეჩვის
  • მოკლე ჩართვის ან სხვა მიზეზის.

 

ელექტრონული მოწყობილობების დაზღვევა

 

მრავალი ბიზნესისათვის, ელექტრონული მოწყობილობები ბიზნეს პროცესების წარმოების მთავარი ელემენტია. მათი დაზიანება შესაძლოა განსაკუთრებულად, საზიანო იყოს კომპანიისათვის, ამიტომ დააზღვიეთ და აიცილეთ თავიდან, ამასთან დაკავშირებული ფინანსური დანაკარგები.

 

დასაზღვევად მიიღება:

ელექტრონული მოწყობილობები, რომელიც შესაძლოა გამოყენებული იქნას სამედიცინო მიზნებისთვის, საკომუნიკაციო საშუალებები, სანავიგაციო საშუალებები, ტესტირებისა და კვლევებისათვის საჭირო მოწყობილობები.

 

სადაზღვევო რისკები:

დაზღვეული ელექტრო-მოწყობილობების ფიზიკური დაზიანებით ან განადგურებით გამოწვეული ზიანი, რაც შეიძლება იყოს შედეგი შემდეგი შემთხვევებისა:

 

  • ხანძრის, აფეთქების, მეხის დაცემის, მფრინავი ობიექტის ან მათი ნაწილების დაცემის,
  • წყლის ან ტენიანობის შედეგად დაზიანების,
  • კონდიცირების სისტემის მოშლის,
  • მოკლე ჩართვის ან სხვა ელექტრო გაუმართაობის,
  • საწარმოო დეფექტების,
  • არასრულყოფილი კონსტრუქციის,
  • მონტაჟის ან ხელობის დროს წარმოშობილი ნაკლოვანების,
  • ყაჩაღობის, სეტყვის, მესამე პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედების.

დამატებით გთავაზობთ:

ბიზნესის უწყვეტობის დაზღვევას, რაც ითვალისწინებს იმ დაკარგული მოგების ანაზღაურებას, რომელიც კომპანიას შესაძლოა მიადგეს დაზღვეული რისკების შედეგად ქონების დაზიანებისაგან.

ზარალის უსწრაფესი რეგულირება
ჩვენ ვაფასებთ თქვენს დროს და გთავაზობთ სწრაფ, ხარისხიან და მოქნილ მომსახურებას. .
A კლასის გადაზღვევა!
ჩვენი პორთფელის რიკები გადაზღვეულია მსოფლიოს საუკეთესო გადამზღვეველ კომპანიებთან.
თქვენზე მორგებული პირობები
ჩვენი შემოთავაზება თქვენი ბიზნესის საჭიროებაზე იქნება მორგებული.
;