დამქირავებლის პასუხისმგებლობის დაზღვევა
აღწერა
დამქირავებლის პასუხისმგებლობის დაზღვევა

დაზღვევის ობიექტია დამქირავებლის პასუხიმგებლობა, აანაზღაუროს ნორმალურ სამუშაო პროცესში გამოწვეული ზიანი, დამდგარი დამზღვევის მიერ დაქირავებული პირის სხეულის ან ჯანმრთელობისათვის. დამქირავებლის პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

შემდეგი სამუშაო ვალდებულებების შესრულების დროს:
  • დამქირავებლის შენობებში სამუშაო საათების დროს, ოფიციალური შესვენების ჩათვლით;
  • საქმიანი მოგზაურობის დროს როდესაც დაქირავებული პირი მოქმედებს დამქირავებლის სახელით წინამდებარე დაზღვევით დაფარულ ტერიტორიაზე;
  • საჯარო ტრანსპორტში ყოფნისას ან ფეხით სიარულისას სამუშაო საათების დროს, თუ ეს დაკავშირებულია სამუშაო ვალდებულებების შესრულებასთან;
  • ავტომობილით მოძრაობისას, თუ ამის შესახებ მიღებულია დამქირავებლის ოფიციალური ნებართვა, რათა ავტომობილი გამოყენებული იქნას საქმიანი დანიშნულებით.


რისკების ჩამონათვალი:
  • დაქირავებულების მიერ შრომითი ხელშეკრულებით (კონტრაქტით) გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების დროს მიყენებული ზიანის ანაზღაურება;
  • კერძო პირების მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების განხორციელებისას მიყენებული ზიანის ანაზღაურება;
კლიენტის ინტერესებზე მორგებული მოთხოვნები
ჩვენ ვითვალისწინებთ მომხმარებლის ინდივიდუალურ მოთხოვნებს და ვთავაზობთ მათზე მორგებულ კომფორტულ პირობებს.
მუდმივად განახლებადი ფასდაკლებები
თქვენი კმაყოფილება ჩვენი პრიორიტეტია და გთავაზობთ საინტერესო ფასდაკლებებს პარტნიორ კომპანიებში.
ზარალის უსწრაფესი რეგულირება
ჩვენ ვაფასებთ თქვენს დროს და გთავაზობთ სწრაფ, ხარისხიან და მოქნილ მომსახურებას.
;