გარანტია საბაჟოსათვის
აღწერა
გთავაზობთ ფინანსური რისკების დაზღვევას და საგარანტიო უზრუნველყოფას:

პროდუქტის პირობები: ფინანსური რისკების დაზღვევა ან საბანკო გარანტია გულისხმობს მესამე მხარისადმი ფინანსური ვალდებულების შეუსრულებლობის დაზღვევას ან საგარანტიო უზრუნველყოფას.

პროდუქტი:
  • გარანტია საბაჟოსთვის
  • სატენდერო წინადადების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია
  • ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია
  • წინასწარი ანგარიშსწორების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია (საავანსო გარანტია)
  • გარანტია შესრულებული სამუშაოების საგარანტიო პერიოდზე – 12 თვე
  • ხარისხის გარანტია
  • საუბარია ზემოთ ჩამოთვლილ ყველა სახის საბანკო გარანტიაზე, შესაბამისი პირობებით, სადაც ბენეფიციარს წარმოადგენს საბანკო დაწესებულება.
კლიენტის ინტერესებზე მორგებული მოთხოვნები
ჩვენ ვითვალისწინებთ თქვენს ინდივიდუალურ მოთხოვნებს და გთავაზობთ თქვენზე მორგებულ, კომფორტულ მომსახურებას.
საბანკო გარანტიის გაცემის უსწრაფესი პროცედურა
ჩვენ ვუფრთხილდებით თქვენს დროს და გთავაზობთ კომფორტულ მომსახურებას უსწრაფეს დროში.
ზარალის ოპერატიული რეგულირება
უნისონის გუნდი მზად არის სწრაფად და მარტივად დაგირეგულიროთ ზარალი. მაღალი კლასის გადაზღვევის ინსტრუმენტი კომპანიას საშუალებას აძლევს ხარისხიანი მომსახურება გაუწიოს მომხმარებელს.
;