მას. თავშეყრის ადგილების დაზღვევა
აღწერა
მასობრივი თავშეყრის ადგილების მფლობელების პასუხისმგებლობის დაზღვევა სავალდებულოა შემდეგი ობიექტებისთვის:

  • ბაზრობები და სავაჭრო ცენტრები
  • ავტოგასამართი/აირგასამართი სადგურები
  • სასტუმროები 100 ადგილზე მეტი მოცულობის

 

დაზღვევა ფარავს შემდეგ რისკებს:

 

 

  • მესამე პირის ჯანმრთელობისთვის/სიცოცხლისთვის მიყენებული ზიანი
  • მესამე პირის ქონებისთვის მიყენებული ზიანი 
დამატებითი სარგებელი
დაზღვევის პაკეტებს თან ახლავს თქვენი ბიზნესისთვის საინტერესო დამატებითი ბენეფიტები.
თქვენზე მორგებული შემოთავაზება
ჩვენ ვითვალისწინებთ თქვენს ინდივიდუალურ მოთხოვნებს და გთავაზობთ თქვენზე მორგებულ კომფორტულ პირობებს.
ზარალის სწრაფი რეგულირება
ზარალი რეგულირება უმოკლეს ვადებში, მარტივი პროცედურებით. 
უნისონი გირჩევთ
მასობრივი თავშეყრის ობიექტების დაზღვევა

2017 წლის 28 დეკემბერს ძალაში შევიდა და სრულად ამოქმედდება 2018 წლის 1 მარტიდან საქართველოს მთავრობის დადგენილება „ მასობრივი თავშეყრის ობიექტების განსაზღვრისა და მათი მფლობელების მიერ მესამე პირის წინაშე სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის წესისა და პირობების დადგენის შესახებ

 

დადგენილება გულისხმობს მასობრივი თავშეყრის შემდეგი ობიექტების მფლობელთათვის პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შემოღებას:

  • ბაზრობები
  • სავაჭრო ცენტრები
  • ავტოგასამართი / აირგასამართი სადგურები
  • სასტუმროები 100 ადგილზე მეტი ტევადობის

პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევა ფარავს  მასობრივი თავშეყრის ობიექტში ხანძრის, აფეთქების ან მასობრივი თავშეყრის ობიექტში კონსტრუქციის ნგრევის (მათ შორის სამგზავრო ლიფტის ვარდნის) შედეგად მესამე პირის სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან/და ქონებისათვის მიყენებული ზიანს წინასწარ განსაზღვრული სავალდებულო მინიმალური ლიმიტების ფარგლებში.

სადაზღვევო კომპანია ვალდებულია აანაზღაუროს დამდგარი ზიანი დაზღვეულის სახელით მესამე პირების წინაშე, მიუხედავად იმისა დადგენილია თუ არა შემთხვევის მოხდენის მიზეზები.

მესამე პირებად განიხილებიან ბაზრობების/სავაჭრო ცენტრების მოიჯარეები, კლიენტები ან ნებისმიერი სხვა პირი, მასობრივი თავშეყრის ობიექტის მფლობელის გარდა.

კანონპროექტით მოითხოვება პასუხისმგებლობის შემდეგი მინიმალური ლიმიტებით დაზღვევა:

 

სავაჭრო ცენტრი/ბაზრობა
   
სიცოცხლე/ჯანმრთელობა მინ. მოთხოვნილი სადაზღვევო ლიმიტი
 პასუხისმგებლობის ჯამური ლიმიტი                                                                                300,000
ერთეული სიცოცხლე                                                                                  30,000
ერთეული ჯანმრთელობა                                                                                  15,000
   
ქონება მინ. მოთხოვნილი სადაზღვევო ლიმიტი
 პასუხისმგებლობის ჯამური ლიმიტი (მაქს.)                                                                          15,000,000
ერთეული ქონება                                                                                  15,000
ავტოგასამართი ან/და აირგასამართი სადგური
   
სიცოცხლე/ჯანმრთელობა მინ. მოთხოვნილი სადაზღვევო ლიმიტი
პასუხისმგებლობის ჯამური ლიმიტი ქსელზე (მაქს.)                                                                            3,000,000
პასუხისმგებლობის ჯამური ლიმიტი ერთეულ ობიექტზე                                                                                300,000
ერთეული სიცოცხლე                                                                                  30,000
ერთეული ჯანმრთელობა                                                                                  15,000
   
ქონება მინ. მოთხოვნილი სადაზღვევო ლიმიტი
პასუხისმგებლობის ჯამური ლიმიტი ქსელზე (მაქს.)                                                                            2,000,000
 პასუხისმგებლობის ჯამური ლიმიტი ერთ ობიექტზე                                                                                200,000
ერთეული ქონება                                                                                  15,000
სასტუმრო (100 ადგილი და მეტი)
   
სიცოცხლე/ჯანმრთელობა მინ. მოთხოვნილი სადაზღვევო ლიმიტი
პასუხისმგებლობის ჯამური ლიმიტი                                                                                600,000
ერთეული სიცოცხლე                                                                                  30,000
ერთეული ჯანმრთელობა                                                                                  15,000
   
ქონება მინ. მოთხოვნილი სადაზღვევო ლიმიტი
 პასუხისმგებლობის ჯამური ლიმიტი                                                                                300,000
ერთეული ქონება                                                                                  15,000
;