გადამზიდველის პასუხისმგებლობის დაზღვევა
აღწერა
გადამზიდველის პასუხისმგებლობის დაზღვევა (კონტეინერი)

დამზღვევის პასუხისმგებლობა მოსარგებლის მიერ მიბარებული კონტეინერის დაზიანებაზე ან განადგურებაზე, ამ უკანასკნელის მიერ მოსარგებლისთვის დაბრუნების ვადების დარღვევის ჩათვლით.

რისკები:
  • კონტეინერის დაზიანება
  • კონტეინერის განადგურება
  • ვადების დარღვევა


გადამზიდველის პასუხისმგებლობის დაზღვევა

დაზღვევის აღნიშნული სახეობა ფარავს საავტომობილო გადამზიდველის პასუხისმგებლობას ტვირთის მფლობელების წინაშე. სადაზღვევო დაფარვას ექვემდებარება CMR კონვენციით გადამზიდველზე დაკისრებული პასუხისმგებლობით, გადაზიდვაში მყოფი ტვირთების დაზიანების ან დაკარგვის შემთხვევაში ტვირთის მფლობელისათვის ზიანის დადგომის რისკი.

რისკები:
  • ტვირთის დაზიანება
  • ტვირთის დაკარგვა


ექპედიტორთა პასუხისმგებლობის დაზღვევა

დაზღვევის აღნიშნული სახეობა ფარავს ექსპედიტორების პასუხისმგებლობას ტვირთების მფლობელების წინაშე. ექსპედიტორზე დაკისრებული პასუხისმგებლობის საკითხები განსაზღვრულია FIATA (INTERNATIONAL FEDERATION OF FREIGHT FORWARDERS ASSOCIATIONS) -ს მიერ. 
კლიენტის ინტერესებზე მორგებული მოთხოვნები
ჩვენ ვითვალისწინებთ მომხმარებლის ინდივიდუალურ მოთხოვნებს და ვთავაზობთ მათზე მორგებულ კომფორტულ პირობებს.
მუდმივად განახლებადი ფასდაკლებები
თქვენი კმაყოფილება ჩვენი პრიორიტეტია და გთავაზობთ საინტერესო ფასდაკლებებს პარტნიორ კომპანიებში.
ზარალის უსწრაფესი რეგულირება
ჩვენ ვაფასებთ თქვენს დროს და გთავაზობთ სწრაფ, ხარისხიან და მოქნილ მომსახურებას.
;