დააზღვიე ჩვენთან
ტრანსპორტი
 
ავტროტრანსპორტის უნისონში დაზღვევით თქვენ მიიღებთ თქვენზე მორგებულ პირობებსა და ტარიფებს.
 
დაზღვევის ობიექტი: კომპანიის კანონიერ საკუთრებაში მყოფი ავტომობილები.  


დაზღვეული რისკები:

  • ავტოსაგზაო შემთხვევა
  • ხანძარი, აფეთქება, მეხის დაცემა
  • სხვადასხვა საგნის დაცემა
  • სტიქიური მოვლენები, მიწისძვრისა და სეტყვის ჩათვლით
  • ქურდობა, ძარცვა, ყაჩაღობა
  • მესამე პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება, ვანდალიზმი
  • სრული განადგურება

 

დამატებით ასევე გთავაზობთ მძღოლისა და მგზავრთა პასუხისმგებლობის დაზღვევას./p>

24/7-ზე ცხელი ხაზი
ჩვენ ყოველთვის მზად ვართ თქვენთვის საინტერესო ინფორმაციის მოსაწოდებლად
მუდმივად განახლებადი ფასდაკლებები
ჩვენ ვზრუნავთ თქვენს კომფორტზე და გთავაზობთ ფასდაკლებებს პარტნიორ კომპანიებში.
მომხმარებელზე მორგებული შეთავაზებები
ჩვენ ყოველთვის ვითვალისწინებთ ჩვენი მომხმარებლის მოთხოვებს და ვთავაზობთ მათზე მორგებულ სერვისებს.
ფინანსური რისკები და საბანკო გარანტიები
გთავაზობთ ფინანსური რისკების დაზღვევას და საგარანტიო უზრუნველყოფას:

პროდუქტის პირობები: ფინანსური რისკების დაზღვევა ან საბანკო გარანტია გულისხმობს მესამე მხარისადმი ფინანსური ვალდებულების შეუსრულებლობის დაზღვევას ან საგარანტიო უზრუნველყოფას.

პროდუქტი:
  • გარანტია საბაჟოსთვის
  • სატენდერო წინადადების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია
  • ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია
  • წინასწარი ანგარიშსწორების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია (საავანსო გარანტია)
  • გარანტია შესრულებული სამუშაოების საგარანტიო პერიოდზე – 12 თვე
  • ხარისხის გარანტია
  • საუბარია ზემოთ ჩამოთვლილ ყველა სახის საბანკო გარანტიაზე, შესაბამისი პირობებით, სადაც ბენეფიციარს წარმოადგენს საბანკო დაწესებულება.
კლიენტის ინტერესებზე მორგებული მოთხოვნები
ჩვენ ვითვალისწინებთ თქვენს ინდივიდუალურ მოთხოვნებს და გთავაზობთ თქვენზე მორგებულ, კომფორტულ მომსახურებას.
საბანკო გარანტიის გაცემის უსწრაფესი პროცედურა
ჩვენ ვუფრთხილდებით თქვენს დროს და გთავაზობთ კომფორტულ მომსახურებას უსწრაფეს დროში.
ზარალის ოპერატიული რეგულირება
უნისონის გუნდი მზად არის სწრაფად და მარტივად დაგირეგულიროთ ზარალი. მაღალი კლასის გადაზღვევის ინსტრუმენტი კომპანიას საშუალებას აძლევს ხარისხიანი მომსახურება გაუწიოს მომხმარებელს.
ჯანმრთელობა
უნისონის ჯანმრთელობის დაზღვევით სარგებლობისას თქვენ შეძლებთ ისარგებლოთ: სამედიცინო დაწესებულებების თავისუფალი არჩევანით და მინიმალური გამონაკლისებით, ანაზღაურების ყველაზე სწრაფი და გამარტივებული ფორმით მობილური აპლიკაციის დახმარებით, პერსონალური მენეჯერის მომსახურებით. ჩვენ მომხმარებლებს ვთავაზობთ მათ საჭიროებებზე მორგებულ ფასებსა და პირობებს.


ყველაზე ძვირაფი რასაც დააზღვევთ! 

  • პირადი ექიმის მომსახურება ბინაზე
  • ქრონიკური, დაზღვევამდე არსებული და სისტემური დაავადებების დიაგნოსტიკა/მკურნალობა
  • სტაციონარში განთავსებისას ლუქს პალატით უზრუნველყოფა
  • ორსულობა/მშობიარობის ხარჯების ანაზღაურება მოცდის პერიოდის გარეშე
  • სტომატოლოგიური ხარჯების ანაზღაურება პროფესიონალური წმენდის ჩათვლით
  • ასანაზღაურებელი საბუთების წარდგენის გამარტივებული ელექტრონული ფორმა
  • 500 ლარამდე თანხის ანაზღაურება ადგილზე 15 წუთში
ეფექტური ელექტრონული სერვისები
უნისონი გიმარტივებთ ცხოვრებას და გთავაზობთ დაზღვევის მართვას ონლაინ პლატფორმის საშუალებით.
საზღვარგარეთ მკურნალობის დაფინანსება
ჩვენ გაძლევთ საშუალებას საერთაშორისო კლინიკებში ისარგებლოთ ფასდაკლებებით და მიიღოთ უმაღლესი ხარისხის მომსახურება.
მუდმივად განახლებადი ფასდაკლებები
თქვენი კმაყოფილება ჩვენი პრიორიტეტია და გთავაზობთ საინტერესო ფასდაკლებებს პარტნიორ კომპანიებში.
კიბერ
საქართველოში პირველად უნისონი გთავაზობთ კიბერ დაზღვევის თანამედროვე პროდუქტის, რომელიც სრულად პასუხობს კიბერ უსაფრთხოების გამოწვევებს და გამყარებულია ევროპის A კლასის გადამზღვევი კომპანიების მიერ. 


სადაზღვევო დაფარვის სფეროები:

  • პერსონალურ და კონფიდენციალურ ინფორმაციაზე პასუხისმგებლობა
  • კიბერ შეტევის შედეგად დამდგარი რეპუტაციული ზიანი
  • კიბერ შეტევის შედეგად დამდგარი დავების შედეგად გამოწვეული იურიდიული ხარჯები და სახდელები
  • რეგულატორის მიერ დაკისრებული ჯარიმები, რაც გამოწვეულია დაზღეულის მხრიდან პერსონალური/კონფიდენციალური ინფორმაციის უნებლიე გაცემით კიბერ შეტევის შედეგად
  • პასუხისმგებლობა მესამე მხარის წინაშე მულტიმედიურ აქტივებზე
  • ქსელის მუშაობის უწყვეტობა

კიბერ დაზღვევა ფარავს ჩამოთვლილ სფეროებს წინასწარ განსაზღვრული ლიმიტისა და ფრანშიზის პირობებში. 

სწრაფი რეაგირება
ჩვენ ვუზრუნველყოფთ შემთხვევის დროულ და ეფექტურ დარეგულირებას.
კომპლექსური დაფარვა
დაზღვევა ფარავს კიბერ შეტევის შედეგად შელახული იმიჯისა და სხვა მრავალ, დაკავშირებულ ხარჯს.
ძლიერი პარტნიორები
კიბერ დაზღვევის პოლისი გამყარებულია ევროპის A კლასის გადამზღვევი კომპანიებით.
პასუხისმგებლობა
სამოქალაქო/ზოგადი პასუხისმგებლობის დაზღვევა

არსებობენ გარკვეული რისკის მქონე პროფესიის წარმომადგენლები, რომელთა საქმიანობის დროს შესაძლოა უნებლიეთ დაზიანდეს სხვისი ქონება ან ჯანმრთელობა. ეს გაუთვალისწინებელი შემთხვევა დაკავშირებულია საკმაოდ დიდ ფინანსურ ხარჯთან. სადაზღვევო კომპანია "უნისონი" გთავაზობთ პასუხისმგებლობის დაზღვევას, რაც თავიდან აგაცილებთ სხვისი ქონების ან ჯანმრთელობის დაზიანების გამო დაკისრებული პასუხისმგებლობას.

კლიენტის ინტერესებზე მორგებული მოთხოვნები
ჩვენ ვითვალისწინებთ მომხმარებლის ინდივიდუალურ მოთხოვნებს და ვთავაზობთ მათზე მორგებულ კომფორტულ პირობებს.
მუდმივად განახლებადი ფასდაკლებები
თქვენი კმაყოფილება ჩვენი პრიორიტეტია და გთავაზობთ საინტერესო ფასდაკლებებს პარტნიორ კომპანიებში.
ზარალის უსწრაფესი რეგულირება
ჩვენ ვაფასებთ თქვენს დროს და გთავაზობთ სწრაფ, ხარისხიან და მოქნილ მომსახურებას.
ქონება

დაიცავით თავი, კომპანიის ქონების დაზიანებით გამოწვეული ფინანსური ზარალისგან, უნისონის ქონების დაზღვევის დახმარებით. ქონების დაზღვევა უზრუნველყოფს რისკის მინიმალიზებასა და გაუთვალისწინებელი შემთხვევებისას, ფინანსური ზარალის თავიდან აცილებას.

 

თქვენ შეგიძლიათ დააზღვიოთ:

  • შენობა-ნაგებობები
  • ცალკეული ფართი შენობაში
  • კაბინეტები და ოფისები
  • საამქროს ლაბორატორიები
  • საწყობები და საცავები
  • სისტემები
  • პროდუქცია/საქონელი/მარაგები
  • მანქანა-დანადგარები
  • აპარატები
  • ჩარხები
  • ავეჯი/ინვენტარი
  • ორგტექნიკა
  • საყოფაცხოვრებო ელექტრო-მოწყობილობები
  • ფიქსირებული მინები

 

სადაზღვევო რისკები

  • კატეგორია A. ხანძარი, მეხის დაცემა, აფეთქება, მფრინავი ობიექტების ან მათი ნაწილების დაცემა.
  • კატეგორია B. შტორმი, გრიგალი, ქარიშხალი, წყალდიდობა, სეტყვა, გრუნტის დაჯდომა, მეწყერი, ზვავი, თოვლის ჩამოშლა.
  • კატეგორია C. წყალგაყვანილობის სისტემიდან გამონადენი წყლით დაზიანება, წყლის ან ნავთობის ამოხეთქვა ან გამოჟონვა ტანკერებიდან ან მილებიდან.
  • კატეგორია D. მესამე პირთა მართლსაწინააღმდეგო ქმედება, ქურდობა, ძარცვა, ყაჩაღობა.
  • კატეგორია E. სატრანსპორტო საშუალებათა შეჯახება, ფიქსირებული მინის დაზიანება. მიწისძვრა და მიწისქვეშა ცეცხლის მოქმედება.

 

დამატებით გთავაზობთ:

ბიზნესის უწყვეტობის დაზღვევას, რაც ითვალისწინებს იმ დაკარგული მოგების ანაზღაურებას, რომელიც კომპანიას შესაძლოა მიადგეს დაზღვეული რისკების შედეგად ქონების დაზიანებისაგან.

ზარალის უსწრაფესი რეგულირება
ჩვენ ვაფასებთ თქვენს დროს და გთავაზობთ სწრაფ, ხარისხიან და მოქნილ მომსახურებას. .
A კლასის გადაზღვევა!
ჩვენი პორთფელის რიკები გადაზღვეულია მსოფლიოს საუკეთესო გადამზღვეველ კომპანიებთან.
თქვენზე მორგებული პირობები
ჩვენი შემოთავაზება თქვენი ბიზნესის საჭიროებაზე იქნება მორგებული.
უპირატესობები
მაღალრეიტინგული გადამზღვეველი კომპანიები
ზარალის დარეგულირების უმოკლესი ვადები
კორპორატიული კლიენტების ფართო სპექტრი
გუნდის პროფესიონალიზმი და მრავალწლიანი გამოცდილება
მაღალრეიტინგული გადამზღვეველი კომპანიები
ზარალის დარეგულირების უმოკლესი ვადები
სიახლეები