მომსახურების პირობები
სასტუმრო “ბანგურიანი მესტიაში” უნისონის დაზღვეულებს შეუძლიათ ისარგებლონ 25 % ფასდაკლებებით ყველა კატეგორიის ნომერზე 31 მარტის ჩათვლით.
ხოლო 1 აპრილიდან 31 დეკემბრის ჩათვლით უნისონის დაზღვეულები ისარგებლებენ 20% ფასდაკლებით.
ამისათვის საჭიროა ადგილზე წარადგინოთ დაზღვევის მოქმედი პოლისი და პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.
📞 596 000 019
📧 sales@banguriani.ge
სასტუმრო “ბანგურიანი” მდებარეობს ქალაქ მესტიის ცენტრში, შემაღლებულ გორაზე და გარშემორტყმული ძველი სვანური კოშკებით, ციხე-სიმაგრეებით და შთამბეჭდავი ხედებით. 36 ნომრიანი სასტუმრო კოტეჯის არქიტექტურისაა და ყოველი ნომრიდან განსაკუთრებული ხედი იშლება, რაც წელიწადის ოთხივე სეზონზე განსხვავებულად მიმზიდველია. ყოველი მხრიდან მოსჩანს 3838 მეტრი სიმაღლის მთა “ბანგურიანი”, რომლის სახელწოდებასაც ატარებს სასტუმრო.
სასტუმროს გარს აკრავს ეზო და პანორამული რესტორანი, ხედებით შუასაუკუნეების ღირსშესანიშნაობებისკენ, სვანური კოშკებისა და ისტორიულ ეთნოგრაფიული მუზეუმისკენ, სადაც შეძლებთ დააგემოვნოთ, როგორც ტრადიციული სვანური ასევე ევროპული კერძები.