კომპანია „უნისონი“ -ს მისიაა ყოველდღიურად მზარდი რისკების ფონზე უზრუნველყოს საკუთარი მომხმარებლის სტაბილურობა და სიმშვიდე, იზრუნოს მის ჯანმრთელობაზე, დაიცვას ბიზნესი ზედმეტი რისკებისგან, ხელი შეუწყოს თითოეული კლიენტის კეთილდღეობას. ამ მისიას „უნისონი“ წარმატებით ახორციელებს პროფესიონალური გუნდის დახმარებით, რომელთაც სადაზღვევო სფეროში საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება გააჩნიათ და კარგად იციან თუ როგორ მართონ შესაძლო რისკები.