• ვაკანსიები

მარკეტინგის მენეჯერი

სს სადაზღვევო კომპანიაუნისონი" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის მენეჯერის   პოზიციაზე.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

·         უმაღლესი განათლება მარკეტინგის ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;

·         მსგავს ან იგივე პოზიციაზე მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება;

·         კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;

·         ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.

 

ძირითადი მოვალეობები:

·         მარკეტინგული/საკომუნიკაციო სტრატეგიის მოკლე და გრძელვადიანი გეგმების შემუშავება, წარდგენა, შესრულება;

·         ბიუჯეტის, აქტივობების მომზადება-განხორციელება და მონიტორინგში მონაწილეობის მიღება;

·         კომპანიის ბრენდის განვითარებაზე და გამყარებაზე ზრუნვა;

·         სოციალურ მედიაში კომპანიის იმიჯის მუდმივი კონტროლი და ზრუნვა მის გაუმჯობესებაზე;

·         ბაზრის კვლევის წარმოება, არსებული და ახალი პროდუქტების მიმართ ბაზრის მოთხოვნების, ტენდენციების, მიმართულებების და ზრდის პერსპექტივების შესწავლა;

·         კონკურენტული გარემოს შესწავლა, კვლევების წარმოება, ანალიზი,

·         სარეკლამო პოლიტიკის შემუშავება, ახალი სარეკლამო აქციების და მასტიმულირებელი პროგრამების განხორციელება, სარეკლამო ღონისძიებების საკომუნიკაციო არხების შერჩევა და მედია გეგმის შემუშავება;

·         პრეზენტაციების, რეკლამების და კომერციული წინადადებების მომზადება;

·         მომხმარებლის ქცევის ანალიზი მომსახურების ფორმების დახვეწა და სიახლის დანერგვა; მომხმარებელში ლოიალურობის გაზრდა;


თვისებები:

·         კრეატიული და ენერგიული

·         ანალიტიკური

·         ორგანიზებული და ყურადღებიანი დეტალების მიმართ;

·         დროის ეფექტურად მართვის უნარი;

·         გუნდში მუშაობის უნარი;

·         კომუნიკაბელური, პრეზენტაბელური;

 

სამუშაო პირობები:

·         სამუშაოს ადგილმდებარება: ქ.თბილისი

·         სამუშაო განაკვეთი: სრული;


დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ CV და ფოტოსურათი ელექტრონულ მისამართზე: hr@unison.ge

 

გთხოვთ, განაცხადის გამოგზავნისას subject line-ში მიუთითეთ პოზიცია, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი

სს "სადაზღვევო კომპანია უნისონი" აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო რეჟიმი: სრული 
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი

ძირითადი მოვალეობები:

** პოტენციური კლიენტების მოზიდვა 
** შეხვედრების დაგეგმვა, პრეზენტაციების ჩატარება
** სპეციალური შეთავაზების მომზადება
** გაყიდვების შემდგომი მომსახურეობა
** ყოველდღიური და ყოველთვიური ანგარიშების მომზადება პროცესის/გაყიდვების შესახებ
** უშუალო უფროსის სხვა დავალებების შესრულება

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა
** სადაზღვევო ან საბანკო სფეროში გაყიდვებში მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
** გაყიდვების უნარ-ჩვევები

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** მოლაპარაკებების წარმოების უნარი
** ენერგიული, პუნქტუალური, ორგანიზებული, კომუნიკაბელური
** გამართული მეტყველების უნარი
** ინფორმაციის ეფექტურად გადაცემის უნარი
** გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV ფოტოსურათით ელექტრონულ მისამართზე: hr@unison.ge 2017 წლის 25 მარტის ჩათვლით. გთხოვთ განაცხადის გამოგზავნისას subject line-ში მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი. 

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ჩვენი ვებ-გვერდი: http://www.unison.ge

სააგენტო ქსელის აგენტი

სს "სადაზღვევო კომპანია უნისონი" აცხადებს ვაკანსიას სააგენტო ქსელის აგენტის პოზიციაზე. 

სამუშაო ადგილი - ქ. თბილისი

ჩვენთან თანამშრომლობის შემთხვევაში შესაძლებლოვა გეძლევათ:

** იმუშაოთ განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდთან ერთად;
** იზრუნოთ კარიერულ განვითარებაზე;
** გაიაროთ ტრენინგი სადაზღვევო პროდუქტებში, გაყიდვების ტექნიკასა და ეფექტურ კომუნიკაციაში.

ძირითადი მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი განათლება ან არასრული უმაღლესი განათლება (მისაღებია სტუდენტები);
** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა;
** MS Office პროგრამების ცოდნა;

ძირითადი მოვალეობები:

** პოტენციური კლიენტების მოძიება, მოზიდვა და მათთან ეფექტური ურთიერთობის დამყარება;
** პოტენციური კლიენტებისათვის საცალო სადაზღვევო პროდუქტების შეთავაზება / გაყიდვა;
** დაზღვევისათვის საჭირო დოკუმენტაციაზე მუშაობა.

დამატებითი მოთხოვნები:

** გამართულად მეტყველების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი;
** სამუშაოს დაგეგმვის და ორგანიზების უნარი.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ CV და ფოტოსურათი ელექტრონულ მისამართზე: hr@unison.ge 2017 წლის 25 მარტის ჩათვლით. გთხოვთ, განაცხადის გამოგზავნისას subject line-ში მიუთითეთ პოზიცია, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.