სამოქალაქო/ზოგადი პასუხისმგებლობის დაზღვევა

არსებობენ გარკვეული რისკის მქონე პროფესიის წარმომადგენლები (ექიმები, იურისტები, მშენებლები, მიწის არენდატორები და სხვა), რომელთა საქმიანობის დროს შესაძლოა უნებლიედ დაზიანდეს სხვისი ქონება ან ჯანმრთელობა . ეს არასასიამოვნო შემთხვევა დაკავშირებულია საკმაოდ დიდ ფინანსურ ხარჯთან. სადაზღვევო კომპანია "უნისონი" გთავაზობთ პასუხისმგებლობის დაზღვევას, რაც თავიდან აგაცილებთ სხვისი ქონების ან ჯანმრთელობის დაზიანების გამო დაკისრებული პასუხისმგებლობის მძიმე ტვირთს.

სადაზღვევო კომპანია "უნისონი" წარმოგიდგენთ პასუხისმგებლობის დაზღვევის პაკეტებს:
 

დაზღვევის ობიექტი:
დაზღვევის ობიექტია დამქირავებლის პასუხიმგებლობა, რომელიც წარმოიშვება,  ნორმალურ სამუშაო პროცესში,  დაქირავებული პირის  ჯანმრთელობისა და/ან სიცოცხლისათვის მიყენებული ზიანის შედეგად.

 

სადაზღვევო რისკები:
დამზღვევის მიერ დაზღვეული საქმიანობის განხორციელებისას მესამე პირების ქონებაზე, ჯანმრთელობაზე და/ან ქონებაზე დამდგარი ზიანი

 

სადაზღვევო თანხა:
განისაზღვრება დამზღვევის მიერ არჩეული პასუხისმგებლობის ლიმიტების მიხედვით.

პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევა

დაზღვევა ფარავს დამზღვევის ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენლების მიერ პროფესიული საქმიანობის განხორციელების შედეგად განზრახვის გარეშე დაშვებული შეცდომების შედეგად მესამე პირების მიმართ დამდგარ ზიანს.

 

აღნიშნული დაზღვევით შესაძლოა დაიფაროს შემდგი პროფესიის მქონე პირთა პასუხისმგებლობა:
 

  • იურისტები
  • აუდიტორული საქმიანობა
  • არქიტექტორები
  • ექიმები
  • და სხვა
     

დამქირავებლის პასუხისმგებლობის დაზღვევა

დაზღვევის ობიექტი:
დაზღვევის ობიექტია დამქირავებლის პასუხიმგებლობა, აანაზღაუროს ნორმალურ სამუშაო პროცესში გამოწვეული ზიანი, დამდგარი დამზღვევის მიერ დაქირავებული პირის სხეულის ან ჯანმრთელობისათვის.
დამქირავებლის პასუხისმგებლობა უნდა განისაზღვროს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

 

რისკების ჩამონათვალი:
დაქირავებულების მიერ შრომითი ხელშეკრულებით (კონტრაქტით) გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების დროს;
კერძო პირების მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების განხორციელებისას;
მოსწავლეთა სწავლის პროცესში სხეულის ან ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება

 

შემდეგი სამუშაო ვალდებულებების შესრულების დროს:
დამქირავებლის შენობებში სამუშაო საათების დროს, ოფიციალური შესვენების ჩათვლით;
საქმიანი მოგზაურობის დროს როდესაც დაქირავებული პირი მოქმედებს დამქირავებლის სახელით წინამდებარე დაზღვევით დაფარულ ტერიტორიაზე;
საჯარო ტრანსპორტში ყოფნისას ან ფეხით სიარულისას სამუშაო საათების დროს, თუ ეს დაკავშირებულია სამუშაო ვალდებულებების შესრულებასთან;
ავტომობილით მოძრაობისას, თუ ამის შესახებ მიღებულია დამქირავებლის ოფიციალური ნებართვა, რათა ავტომობილი გამოყენებული იქნას საქმიანი დანიშნულებით.

გადამზიდველის პასუხისმგებლობის დაზღვევა (კონტეინერი)

დაზღვევის საგანი:
დამზღვევის პასუხისმგებლობა მოსარგებლის მიერ მიბარებული კონტეინერის დაზიანებაზე ან განადგურებაზე, ამ უკანასკნელის მიერ მოსარგებლისთვის დაბრუნების ვადების დარღვევის ჩათვლით.

 

რისკები:

კონტეინერის დაზიანება მოსარგებლის მიერ დამზღვევისათვის გადაცემის მომენტიდან, შესაბამისი პერიოდით.

დაზღვევის პირობები:
რეგულირდება კომპანიის "პასუხისმგებლობის დაზღვევის პირობებით", რომელიც ადაპტირებულია მსოფლიოს წამყვანი სადაზღვევო კომპანიების პირობებთან.

 

გადამზიდველის პასუხისმგებლობის დაზღვევა

პროდუქტის პირობები:
აღნიშნული სახეობა ფარავს საავტომობილო გადამზიდველის პასუხისმგებლობას ტვირთების მფლობელების წინაშე.
სადაზღვევო დაფარვას ექვემდებარება CMR კონვენციით გადამზიდველზე დაკისრებული პასუხისმგებლობით, გადაზიდვაში მყოფი ტვირთების დაზიანების ან დაკარგვის შემთხვევაში ტვირთის მფლობელისათვის ზიანის დადგომის რისკი.

 

ექსპედიტორის პასუხისმგებლობის დაზღვევა

პროდუქტის პირობები:
აღნიშნული სახეობა ფარავს ექსპედიტორების პასუხისმგებლობას ტვირთების მფლობელების წინაშე. ექსპედიტორზე დაკისრებული პასუხისმგებლობის საკითხები განსაზღვრულია FIATA (International Federation of Freight Forwarders Associations)-ს მიერ.

policy form

სამოგზაურო დაზღვევა

აირჩიეთ სადაზღვევო პერიოდი

დაზღვეული დღეების რაოდენობა

სადაზღვევო ტარიფი ერთი დაზღვეული დღისათვის

სულ სადაზღვევო პრემია, სადაზღვევო პერიოდის მხიედვით

policy form

ქონების დაზღვევა

დაზღვევის ტიპი

აშენების წელი

დაზღვეული რისკები

ხანძარი, მეხის დაცემა, აფეთქება, საჰაერო ობიექტების ან მათი ნაწილების დაცემა;
შტორმი, გრიგალი, ქარიშხალი, წყალდიდობა, სეტყვა, გრუნტის დაჯდომა, მეწყერი,ზვავი,თოვლის ჩამოწოლა, მიწისძვრა;
წყალგაყვანილობის და კანალიზაციის სისტემებიდან გამონადენი წყლით დაზიანება, წყლის ამოხეთქვა ან გამოჟონვა მილებიდან;
მეზობლის ბინიდან წლის ჩამოსვლა;
ქურდობა, ძარცვა, ყაჩაღობა, მესამე პირების მართლსაწინააღმდეგო ქმედება.

სადაზღვევო თანხა

* 1 კვ 500- 800 აშშ დოლარამდე

სრული ღირებულება:

ფრანშიზა

სადაზღვევო პრემია

მესამე პირების წინაშე პასუხისმგებლობის დაზღვევა

წლიური სადაზღვევო პრემია
ჯამური პრემია
policy form

ავტო დაზღვევის

დაზღვევის პროდუქტი

შენიშვნა:1990-დან 1999-მდე წლებში გამოშვებული მანქანები უნდა დააზღვიოთ ავტო რეტრო დაზღვევის პროდუქტით.

სადაზღვევო თანხა (USD)

ფრანშიზა

პრემიის გადახდის ჯერადობა

წლიური ტარიფი

პრემია

მესამე პირების წინაშე პასუხისმგებლობის დაზღვევა

მძღოლისა და მგზავრის უბედური შემთხვევისგან დაზღვევა

წლიური პრემია

წლიური გადასახდელი პრემია