როგორ დავიცვათ კომპანიის კუთვნილი ქონება? მხოლოდ ფხიზელი თვალი და დაცვის თანამედროვე სისტემები ამ საკითხს ვერ გადაჭრის. რისკი ბევრია, გამოსავალი ერთადერთი - დაზღვევა! ნუ დააყენებთ რისკის ქვეშ თქვენი ორგანიზაციის კუთვნილ ქონებას, დააზღვიეთ ის!

 

სადაზღვევო კომპანია "უნისონი" გთავაზობთ ქონების დაზღვევას: ქონების დაზღვევის წარმოდგენილი შემოთავაზება შემუშავებულია შპს სადაზღვევო კომპანია "უნისონი" –ს მიერ და შესაბამისობაშია მსოფლიოს წამყვანი კომპანიების პირობებთან.

 

  • შენობა-ნაგებობები
  • ცალკეული ფართი შენობაში
  • კაბინეტები და ოფისები
  • საამქროს ლაბორატორიები
  • საწყობები და საცავები
  • სისტემები
  • პროდუქცია/საქონელი/მარაგები
  • მანქანა-დანადგარები
  • აპარატები
  • ჩარხები
  • ავეჯი/ინვენტარი
  • ორგტექნიკა
  • საყოფაცხოვრებო ელექტრო-მოწყობილობები
  • ფიქსირებული მინები

 

სადაზღვევო რისკები:

 

კატეგორია A.
ხანძარი, მეხის დაცემა, აფეთქება, მფრინავი ობიექტების ან მათი ნაწილების დაცემა.

 

კატეგორია B.
შტორმი, გრიგალი, ქარიშხალი, წყალდიდობა, სეტყვა, გრუნტის დაჯდომა, მეწყერი, ზვავი, თოვლის ჩამოშლა.

 

კატეგორია C.
წყალგაყვანილობის სისტემიდან გამონადენი წყლით დაზიანება, წყლის ან ნავთობის ამოხეთქვა ან გამოჟონვა ტანკერებიდან ან მილებიდან.

 

კატეგორია D.
მესამე პირთა მართლსაწინააღმდეგო ქმედება, ქურდობა, ძარცვა, ყაჩაღობა.

 

კატეგორია E.
სატრანსპორტო საშუალებათა შეჯახება, ფიქსირებული მინის დაზიანება. მიწისძვრა და მიწისქვეშა ცეცხლის მოქმედება.

 

დამატებით გთავაზობთ:
სატრანსპომოგების დაკარგვის დაზღვევას, რაც ითვალისწინებს იმ დაკარგული მოგების ანაზღაურებას, რომელიც კომპანიას შესაძლოა მიადგეს დაზღვეული რისკების შედეგად ქონების დაზიანებისაგან.

 

მანქანა-დანადგარების მწყობრიდან გამოსვლის დაზღვევა (MB)

სადაზღვევო კომპანია "უნისონი" გთავაზობთ:
მანქანა-დანადგარების დაზღვევას მწყობრიდან გამოსვლის რისკისგან, რომელიც შეიძლება იყოს შედეგი:

  • საწარმოო დეფექტების
  • არასრულყოფილი კონსტრუქციის
  • მონტაჟის ან ხელობის დროს წარმოშობილი ნაკლოვანების
  • ცუდი ხელობის
  • ბოილერში წყლის ნაკლებობის, ფიზიკური აფეთქების
  • ცენტრიდანული ძალებით გახლეჩვის
  • მოკლე ჩართვის ან სხვა მიზეზის.

 

დამატებით გთავაზობთ:
მოგების დაკარგვის დაზღვევას, რომელსაც კომპანია მიიღებდა იმ შემთხვევაში, თუ მანქანა-დანადგარები მწყობრიდან არ გამოვიდოდა.

 

სამშენებლო მანქანა დანადგარების დაზღვევა

დასაზღვევად მიიღება:
სამშენებლო მანქანა-დანადგარები, რომლებიც გამოიყენება სამშენებლო მიზნებისთვის და იმყოფება სამშენებლო მოედანზე.

 

სადაზღვევო რისკები:
სამშენებლო მოედანზე ყოფნისას, სამშენებლო მანქანა-დანადგარებზე მიყენებული უეცარი და მოულოდნელი ფიზიკური ზიანი.

 

 

ელექტრონული მოწყობილობების დაზღვევა

დასაზღვევად მიიღება:
ელექტრონული მოწყობილობები, რომელიც შესაძლოა გამოყენებული იქნას სამედიცინო მიზნებისთვის, საკომუნიკაციო საშუალებები, სანავიგაციო საშუალებები, ტესტირებისა და კვლევებისათვის საჭირო მოწყობილობები.

 

სადაზღვევო რისკები:
დაზღვეული ელექტრო-მოწყობილობების ფიზიკური დაზიანებით ან განადგურებით გამოწვეული ზიანი, რაც შეიძლება იყოს შედეგი შემდეგი შემთხვევებისა: ხანძრის, აფეთქების, მეხის დაცემის, მფრინავი ობიექტის ან მათი ნაწილების დაცემის, წყლის ან ტენიანობის შედეგად დაზიანების, კონდიცირების სისტემის მოშლის, მოკლე ჩართვის ან სხვა ელექტრო გაუმართაობის, საწარმოო დეფექტების, არასრულყოფილი კონსტრუქციის, მონტაჟის ან ხელობის დროს წარმოშობილი ნაკლოვანების, ცუდი ხელობის, ყაჩაღობის, სეტყვის, მესამე პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედების.

 

სამშენებლო რისკების დაზღვევა

დასაზღვევად მიიღება:

  1. დაზღვეულის მიერ სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისას გამოყენებული შენობები, დანადგარები, სამშენებლო მასალები.
  2. მესამე პირთა წინაშე პასუხისმგებლობა, რომელიც მოიცავს ასეთი საქმიანობის განხორციელებისას მათ სიცოცხლე/ჯანმრთელობაზე და/ან ქონებაზე მიყენებული ზიანის ანაზღაურებას.

 

სადაზღვევო რისკები:

  1. ჯგუფისათვის: ხანძარი, აფეთქება, მეხის დაცემა, მიწისძვრა, ვულკანის ამოფრქვევა, ცუნამი, შტორმი, ციკლონი, წყალდიდობა, წყლის დონის ამაღლება, მეწყერი, ქურდობა, ძარცვა, ყაჩაღობა.
  2. ჯგუფისათვის: ხანძარი, აფეთქება, მეხის დაცემა, მიწისძვრა, ვულკანის ამოფრქვევა, ცუნამი, შტორმი, ციკლონი, წყალდიდობა, წყლის დონის ამაღლება, მეწყერი, ქურდობა, ძარცვა, ყაჩაღობა.

 

სადაზღვევო თანხა:
სამუშაოების წარმოებისას გამოყენებული შენობების, დანადგარების, სამშენებლო მასალებისა და სამშენებლო მოწყობილობების ღირებულებების დაჯამების შედეგად დგინდება პროექტის ღირებულება, რომელიც მომავალში განისაზღვრება, როგორც სადაზღვევო თანხის მაქსიმალური ლიმიტი.

 

სამონტაჟო რისკების დაზღვევა

დასაზღვევად მიიღება:

  1. სამონტაჟო სამუშაოების განხორციელების დროს გამოყენებული დასამონტაჟებელი ობიექტები.
  2. მესამე პირთა წინაშე პასუხისმგებლობა, რომელიც მოიცავს ასეთი საქმიანობის განხორციელებისას მათ სიცოცხლე/ჯანმრთელობაზე და/ან ქონებაზე მიყენებული ზიანის ანაზღაურებას.

 

სადაზღვევო რისკები:

  1. ჯგუფისთვის: ხანძარი, აფეთქება, მეხის დაცემა, წყალდიდობა, ქარიშხალი, მიწისძვრა, ძარცვა, ყაჩაღობა, მონტაჟის დროს დაშვებული შეცდომები, მესამე პირთა მართლსაწინააღმდეგო ქმედება, მოკლე ჩართვა, ცენტრიდანული ძალებით გახლეჩვა და სხვა
  2. ჯგუფისთვის: მესამე პირთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, უბედური შემთხვევებისაგან დაზღვევის რისკი, ასევე მესამე პირთა ქონების დაზღვევა.

 

სადაზღვევო თანხა:
პროექტის ღირებულება, რომელიც მომავალში განისაზღვრება, როგორც სადაზღვევო თანხის მაქსიმალური ლიმიტი.

policy form

სამოგზაურო დაზღვევა

აირჩიეთ სადაზღვევო პერიოდი

დაზღვეული დღეების რაოდენობა

სადაზღვევო ტარიფი ერთი დაზღვეული დღისათვის

სულ სადაზღვევო პრემია, სადაზღვევო პერიოდის მხიედვით

policy form

ქონების დაზღვევა

დაზღვევის ტიპი

აშენების წელი

დაზღვეული რისკები

ხანძარი, მეხის დაცემა, აფეთქება, საჰაერო ობიექტების ან მათი ნაწილების დაცემა;
შტორმი, გრიგალი, ქარიშხალი, წყალდიდობა, სეტყვა, გრუნტის დაჯდომა, მეწყერი,ზვავი,თოვლის ჩამოწოლა, მიწისძვრა;
წყალგაყვანილობის და კანალიზაციის სისტემებიდან გამონადენი წყლით დაზიანება, წყლის ამოხეთქვა ან გამოჟონვა მილებიდან;
მეზობლის ბინიდან წლის ჩამოსვლა;
ქურდობა, ძარცვა, ყაჩაღობა, მესამე პირების მართლსაწინააღმდეგო ქმედება.

სადაზღვევო თანხა

* 1 კვ 500- 800 აშშ დოლარამდე

სრული ღირებულება:

ფრანშიზა

სადაზღვევო პრემია

მესამე პირების წინაშე პასუხისმგებლობის დაზღვევა

წლიური სადაზღვევო პრემია
ჯამური პრემია
policy form

ავტო დაზღვევის

დაზღვევის პროდუქტი

შენიშვნა:1990-დან 1999-მდე წლებში გამოშვებული მანქანები უნდა დააზღვიოთ ავტო რეტრო დაზღვევის პროდუქტით.

სადაზღვევო თანხა (USD)

ფრანშიზა

პრემიის გადახდის ჯერადობა

წლიური ტარიფი

პრემია

მესამე პირების წინაშე პასუხისმგებლობის დაზღვევა

მძღოლისა და მგზავრის უბედური შემთხვევისგან დაზღვევა

წლიური პრემია

წლიური გადასახდელი პრემია