სადაზღვევო კომპანია უნისონმა თურქული კომპანიებს გალა ვახშმით უმასპინძლა

01.02.2016

სადაზღვევო კომპანია „უნისონის“ და ქართველ და თურქ ბიზნესმენთა ასოციაცია „გურთიადის“ ერთობლივი ორგანიზებით 2016 წლის 29 იანვარს ქორთიარდ მარიოტში გაიმართა გალა ვახშამი, რომელზეც წარდგენილი იქნა სპეციალურად თურქული კაპიტალის მქონე კომპანიებისთვის შემუშავებული სადაზღვევო მომსახურების ხაზი. 

ღონისძიებას დაესწრო და შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა მისმა აღმატებულება თურქთის რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში ლევენთ გურმუქჩუმ. ასევე შეხვედრას ესწრებოდნენ მსხვილი თურქული კაპიტალის მქონე კომპანიების მენეჯმენტის და წამყვანი თურქული სადაზღვევო და საბროკერო კომპანიების წარმომადგენლები, რომლებმაც სიტყვით მიმართეს დამსწრე საზოგადოებას. 

მათ ხაზი გაუსვეს აღნიშნული ტიპის შეხვედრების მნიშვნელობას და ისაუბრეს სადაზღვევო კომპანია უნისონთან არსებულ თანამშრომლობაზე და პროექტის უპირატესობებზე.

სპეციალური შეთავაზება ითვალისწინებს თურქული ინვესტიციების მქონე კომპანიებისთვის უნიკალურ შესაძლებლობას ისარგებლონ სადაზღვევო კომპანია უნისონისგან ისეთი სადაზღვევო პროდუქტებით, რომლებიც თურქეთის სადაზღვევო ბაზართან და კანონმდებლობასთან მაქსიმალურად დაახლოებული და ჰარმონიზირებული იქნება. ამ პროექტის ფარგლებში შესაძლებელი ხდება რისკების მთლიანად ან ნაწილობრივ თურქეთის შესაბამის ანდერაიტერებში გადაზღვევა, სადაზღვევო სერვისების პირდაპირ თურქულ ენაზე მიღება, მათშორის ონლაინ და მობილური აპლიკაციის მხარდაჭერითაც. ასევე პერსონალური თურქულ ენოვანი მენეჯერის საშუალებით მინიმალური ბიუროკრატიული პროცედურებით ზარალის ანაზღაურება და სხვა მომსახურეობები.