სადაზღვევო კომპანია "უნისონი"-ს სამოგზაურო პოლისები იუსტიციის სახლებში გაიყიდება

20.10.2015

დღეს სადაზღვევო კომპანია "უნისონსა" და იუსტიციის სახლს შორის ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომლის საფუძველზეც 2015 წლის 2 ნოემბრიდან მოქალაქეებს შეეძლებათ იუსტიციის სახლებში კომპანია "უნისონი"-ს სამოგზაურო პოლისის შეძენა.

ჩვენ მოხარულები ვართ რომ ვქმნით სახელმწიფო და კერძო სექტორის ამგვარი თანამშრომლობის პირველ პრეცენდენტს. 

სადაზღვევო კომპანია "უნისონი"-ს შერჩევა საჯაროდ გამოცხადებული კონკურსის საფუძველზე განხორციელდა. 
ჩვენ, იუსტიციის სახლთან ერთად რამდენიმე თვის განმავლობაში დაუღალავად ვმუშაობდით აღნიშნულ პროექტზე და როგორც დადასტურდა, "უნისონი"-ს პროდუქტი არის ყველაზე მისაღები და კონკურენტული ფასისა და სერვისების კუთხით. 

ჩვენი შეთავაზებული სამოგზაურო დაზღვევა გარდა სტანდარტული მაღალი დონის სამედიცინო სერვისებისა ფარავს ისეთ არასტანდარტულ რისკებსაც როგორიცაა პასპორტის დაკარგვა, ბილეთის გაუქმება, ბარგის დაზღვევა და ოჯახის წევრის ვიზიტი საზღვარგარეთ ყოფნისას დაზღვეულის ავადობის შემთხვევაში.

მომხმარებლებს საჩუქრად გადაეცემათ ასევე ერთ თვიანი კონსიერჟ ბარათის მომსახურებაც.

ჩვენთვის ძალიან საამაყოა აღნიშნულ პროექტში მონაწილეობა და მადლობას ვუხდით იუსტიციის სახლს გამოცხადებული ნდობისთვის.